აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტალიის ხელისუფლებას ქვეყანაში მოსალოდნელი ტერქტების შესახებ აფრთხილებს.
ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ექსტრემისტების სამიზნე შესაძლოა იტალიის ღირსშესანიშნაობები და შესაბამისად, ხალხმრავალი ადგილები გახდეს.
პოტენციური სამიზნეების სიაში ფიგურირებს წმინდა პეტრეს ტაძარი, „ლა სკალას“ საოპერო დარბაზი და მილანის საკათედრო ტაძარი.
„ტეროროსტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა იგივე მეთოდები გამოიყენონ, რომელსაც პარიზის თავდასხმებისას მიმართეს“ - ნათქვამია ამერიკელი ტურისტებისთვის გაკეთებულ მიმართვაში და აღნიშნულია, რომ იტალიის ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უკვე გაფრთხილებულია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვატიკანსა და მილანის საკათედრო ტაძართან უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებეული.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-მა იტალიას იმ 5 პიროვნების სია გადასცა, რომელიც აშშ-ის ვარაუდით საფრთხეს წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.