თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება
26-05-2022, 11:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში გაიმართება. ფესტივალი ოფიციალურად დღეს, 12:00-ზე გაიხსნება.

 


წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატსა და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და წიგნთან დაკავშირებული ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და საბავშვო აქსესუარები.

 


ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე, საბავშვო შემეცნებით-გასართობი სივრცე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.

 


თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას და უკრაინის ლიტერატურულ ფესტივალ „წიგნის არსენალთან“ პარტნიორობით, ფესტივალის ფარგლებში, უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენას გამართავს.

 


ფესტივალის გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. 2017 წელს ფესტივალის პირველი ფოკუს ქვეყანა იყო ნორვეგია. ფოკუს ქვეყნები იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019), ხოლო 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს ფოკუს ქვეყნის პროგრამა ვერ განხორციელდა. ამიტომ, აღნიშნული სტატუსით თურქეთი წელს ისარგებლებს.

 

 

თურქეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის სტენდზე, ათამდე თურქი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 15-ზე მეტი ავტორი გამართავს შეხვედრას. მათ შორისაა, ფირატ სუნელი და ისკანდერ პალა. ისინი ქართველ მწერლებთან ერთად, ქართულ-თურქულ ლიტერატურულ თუ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ. თურქეთის პროგრამის ორგანიზატორები არიან თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო.

 


უკვე ცნობილია, რომ ფესტივალის მომდევნო ფოკუს ქვეყანა 2023 წელს პოლონეთი იქნება. ამდენად, წლევანდელ ფესტივალს პოლონელი მწერლებიც ეწვევიან და ფესტივალის ბოლო დღეს, 29 მაისს, თურქეთი პოლონეთს სტატუსს ოფიციალურად გადასცემს.

 


გარდა ამისა, ფესტივალს უბრუნდება პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“, რომლის ფარგლებში, მე-11 პავილიონში მოწყობილ სცენაზე, ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს. ფესტივალი გასული წლის მსგავსად, წელსაც ჰიბრიდული ფორმატით ხორციელდება და ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა ვებგვერდზე - www.tbilisibookfestival.ge საფესტივალო ფასად, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.

 


თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათიათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს.

 


ფესტივალის მთავარი მიზანია, საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების განმავლობაში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ართმევს თავს, რაზეც მიანიშნებს ფესტივალის დამთვალიერებლების, მასმედიისა და ახალი მონაწილეების მზარდი რაოდენობა. ფესტივალს ყოველწლიურად, 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, ასევე, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

 


ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია „თიბისი ბანკი“. ფესტივალს მხარს უჭერს ონლაინ პლატფორმა „ველი“.

 


საკონტაქტო პირი: ანა მარწყვიშვილი - 598 55 93 68

 


საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

 


ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 2
#2   morgan
      
Nice post. I was checking constantly this blog and I’m impressed! Extremely useful info specially the last part I care for such information a lot. I was seeking this certain info for a long time. Thank you and good luck. refurbished laptops
2 დეკემბერი 2025 11:54
#1   morgan
      
Browse girl names grouped alphabetically, making it simple and fun to search according to the initial letter you already love or prefer. Nombres de niña
1 დეკემბერი 2025 09:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი