ნოდარ ხადურის განმარტება, თუ რამ გამოიწვია სახელფასო ფონდების გაზრდა ზოგიერთ სამინისტროსა და თვითმმართველობების ორგანოებში
19-11-2015, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"პრემიების საკითხი მთავრობის დადგენილებით არის მოწესრიგებული და თუ აქამდე მას ყოველთვიურად გავცემდით, ახლა ეს არის შეზღუდული, როგორც მოცულობაში, ისე რაოდენობრივად", - ეს განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე გააკეთა.


ხადური ადასტურებს, რომ შრომის ანაზღაურების ფონდი მართლაც გაზრდილია, მაგრამ განმარტავს თუ რა არის აღნიშნულის ძირითადი წყაროები.

 

 

"უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ 113 მილიონი ლარით გაიზარდა ჯარისკაცების ხელფასები 2012 წელთან შედარებით. ხაზს ვუსვამ - ჯარისკაცების ხელფასები და აქ არ არის საუბარი მაღალი თანამდებობის პირებზე. ასევე, 106 მილიონი ლარითაა გაზრდილი რიგითი პოლიციელების ხელფასები, იმ ადამიანების, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. სახელმწიფო ბიუჯეტში 44 მილიონი ლარია გათვალისწინებული სახანძრო-სამაშველო სამსახურების ხელფასებზე, რასაც 31 დეკემბრამდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იხდიან, 1-ელი იანვრიდან კი გადაიხდის შინაგან საქმეთა სამინისტრო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ სამინისტროების და უწყებების სახელფასო ფონდების შესახებ, რომელიც გენერალური აუდიტის დასკვნაში მოხვდა. ხადურმა დაწვრილებით განმარტა თუ რამ გამოიწვია ზოგიერთ სამინისტროსა თუ თვითმმართველობების ორგანოებში სახელფასო ფონდების გაზრდა.


"მოსამართლეების ხელფასების ზრდის პარალელურად, არა ისეთი მოცულობით, მაგრამ 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი პროკურორების და გამომძიებლების ხელფასები. სასამართლოებში ხელფასები გაზრდილია 21 მილიონი ლარით. აქ შედის როგორც მოსამართლეების, ისე სასამართლოს აპარატის თანამშრომლების ხელფასები. გარემოს დაცვის სამინისტრო: თუ არ ჩავუღრმავდებით, ჩანს, რომ ხელფასებია გაზრდილი, სინამდვილეში მოხდა ის, რომ აღდგა ადრე გაუქმებული სამსახურები, რომლებიც იცავენ ბუნებას, ეს არის - გარემოს ზედამხედველობის სამსახური და სატყეო სააგენტო. მხოლოდ აქ არის ზრდა, არანაირ ხელფასების მატებას ადგილი არ ჰქონია.


სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თქვენ იცით, რომ ჩვენ ვალდებულება გვქონდა აღებული, მათ შორის ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის" შეთანხმების შესაბამისად, რომ ხარისხის კონტროლი უნდა განხორციელდეს სურსათის უვნებლობაზე. ამ მიზნით აღდგა რამდენიმე სამსახური, რომელიც ასევე გაუქმებული იყო. ამან არითმეტიკულად გამოიწვია მატება. ამასთან, რამდენიმე პროექტი ითხოვს კადრების დამატებას და მხოლოდ ამ მიმართულებით არის შრომის ანაზღაურების გაზრდაზე საუბარი.


კულტურის სამინისტრო, რომელზეც დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ხელფასები კოლოსარულად გაიზარდა. მინდა გითხრათ, რომ აქ არის უბრალოდ ციფრებით მანიპულირება. კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელფასები არის შემცირებული (ბევრით არა - სულ 14 ათასი ლარია, მაგრამ შემცირებაა), რადგან გადავიდა სხვა ტიპის და აბსოლუტურად სწორ მიდგომაზე - ადამიანებს დამსახურების მიხედვით იღებენ ანაზღაურებას. ბევრი არაა - 14 ათასი ლარია, მაგრამ შემცირებაა. კულტურისა და განათლების სამინისტროს შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ ფაქტორზეც - სიპებზე, რომელიც კულტურის სამინისტროში 80-მდე და განათლების სამინისტროში კიდევ უფრო მეტი. სიპების ხელფასები ადრე ფინანსებოდა სხვა, სუბსიდიების მუხლიდან. ჩვენ უბრალოდ გავასწორეთ ეს და ხელფასს დავარქვით ხელფასი, თორემ თანხა არ მოგვიმატებია. რაც იყო იგივეა.


ცალკე გეტყვით მასწავლებლების ხელფასზე. ჩვენ 2012 წლის დეკემბერში გავზარდეთ მათი ხელფასი, წელსაც გაიზარდა დაახლოებით 25 მილიონით და მომავალ წელსაც არის დაგეგმილი დაახლოებით 45 მილიონი. ფინანსთა სამინისტროს ხელფასები შემცირებულია 2 მილიონი ლარით. ეკონომიკის სამინისტრომ კი, მოგეხსენებათ, რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო და მხოლოდ ამ მიმართულებით არის მატება, რაც მიზერია.


საქართველოს პარლამენტს აქვს გაზრდილი შრომის ანაზღაურება, მაგრამ ეს არის გამოწვეული იმ ფაქტით, რომ პარლამენტის წევრებს უწევთ ბინების დაქირავება ქალაქ ქუთაისში. კანონის შესაბამისად, თუ იმ ქალაქში, სადაც არის პარლამენტი და პარლამენტის წევრს არ აქვს ბინა, მაშინ მათთვის სახელმწიფო ქირაობს ბინებს და ეს ეთვლებათ შრომის ანაზღაურებად. თბილისში ძირითადად ყველას აქვს ბინა, ქუთაისში კი სულ რამდენიმე პარლამენტარია, რომელიც ბინას ფლობს.


სასჯელაღსრულების სამინისტროში გაზრდილია ხელფასები, თუმცა ეს მოხდა 2012 წლის სექტემბერში. ციხის კადრების შემდეგ გაზარდეს. აუდიტის სამსახურში 2012 წელს შრომის ანაზღაურება შეადგენდა 5,1 მილიონ ლარს, მომავალ წელს კი იქნება 11,8 მილიონი ლარი - 131 %-ითაა გაზრდილი. მოგეხსენებათ, რომ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.


ადგილობრივ თვითმმართველობებშიცაა გაზრდილი შრომის ანაზღაურება ჯამში დაახლოებით 50 მილიონი ლარით, მაგრამ ესეც არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, 2012 წლის ნოემბრის განკარგულების მიხედვით",  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი