ჯუანშერ ბურჭულაძე: „ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“
26-05-2022, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ქართველი ერის ერთიანობისა და სიამაყის დღესასწაულია. „მე ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოსდამის თავისუფლებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

მისი განმარტებით, ეს დღე თითოეულ ჩვენგანს გვახსენებს პასუხისმგებლობას სამშობლოს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ამ კონტექსტით ჯუანშერ ბურჭულაძემ ქვეყნის წინაშე ქართველი ჯარისკაცებისა და ვეტერანებისწვლილი აღნიშნა. საკუთარ სიტყვაში განსაკუთრებით გამოყო ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიოს მშვიდობისთვის ბრძოლაში გმირი მეომრების თავგანწირვა, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედროები, რომლებიც დღესაც ქვეყნის სამსახურში არიან.

 


ჯუანშერ ბურჭულაძე მიესალმა რეკრუტებს, რომლებმაც დღეს დადეს ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს. მან სამხედროებს წინაპრების მხედრული ტრადიციების ღირსეულად გაგრძელება უსურვა.

 


თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე, ასევე მიულოცა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, აფხაზ და ოს ძმებს, რომელთა წვლილი საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვასა თუ მის აღდგენაში დიდია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი