თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
მისი თქმით, 26 მაისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
„ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ღირსეულად, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, აბსოლუტურად ყველა სფეროში. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მინდა, მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია - დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვასჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდება გმირებს, დიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.