ირაკლი ღარიბაშვილი: მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში
27-05-2022, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მე როგორც მთავრობის მეთაური გაძლევთ პირობას რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები ასე შემდეგ ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საპატრიარქოს წარმომადგენლობებს.

 

"ასევე მინდა ვთქვა, ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედა ეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში და მე მახსოვს პირადად, ყოველ კვირას, დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მე როგორც მთავრობის მეთაური გაძლევთ პირობას, რომ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით საპატრიარქოსთან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება.

 

მე ასევე მინდა გითხრათ რომ, რა თქმა ჩვენ ყველას გვიხარია თქვენი დროებით დაბრუნება საქართველოში, მაგრამ ჩვენი ყველას დიდი ოცნება არის თქვენი საბოლოოდ დაბრუნება საქართველოში. მე მესმის რომ ამ ყველაფერს სჭირდება მომზადება, ამას სჭირდება შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ყველას გვიმოგზაურია, გვიცხოვრია​უცხოეთში და მაინც როდესაც ცხოვრობ უცხოეთში თავს ვერ თვლი სრულფასოვნად, იმის მიუხედავად რომ შეიძლება იყო იმ ქვეყნის მოქალაქეც. ეს მაინც არ არის ჩვენი ბუნებრივი სამშობლო, ჩვენი დედა სამშობლო ამიტომ რა თქმა უნდა მე კიდევ და კიდევ ვუერთდები იმ მოწოდებას და იმ ჩვენს დიდ ოცნებას და სურვილს რომ ყველა ქართველი დაუბრუნდეს ჩვენს მიწას საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა მანამდე ჩენ ყველა ვემსახუროთ ჩვენს საქართველოს" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი