Tbilisi Newcomers-ის შოუქეისი 28-29 მაისს გაიმართება
27-05-2022, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

Tbilisi Newcomers-ის შოუქეისი 28-29 მაისს, იაკობ ნიკოლაძის N6-ში გაიმართება. პროექტი Tbilisi Open Air-ის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. შოუქეისი 12:00 საათზე დაიწყება.

 


Newcomers Tbilisi Open Air-ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენას. ასევე, ეხმარება ახალბედა ბენდებს იმიჯის შექმნასა და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებაში, ხოლო გამოცდილ მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, პუბლიკას თავიანთი ახალი ნამუშევრები წარუდგინონ.

 


Tbilisi Newcomers 2022-ზე 100-მდე განაცხადი შევიდა. შოუქეისისთვის 30-მდე ახალი პროექტი შეირჩა:

 


Wormhole, IKULI, Ly Sas,Kachli, Tongue Bite, ANIK, Plum Sauce, Igor Cutlr, Afshyna, MEME, ჟოლო, ოჩოსქოხი, Goshawk, Faeywa, Dooda, Tomorrow Never Comes, Penrose, LJuniper, Process, Kin Chi Kat, Vassel&Rooby, vromj, RED და DER, პელარგონია/Pelargonia, K.A.I, The Generations, FE PROJECT, Unification, Francomorri.

 

 

შოუქეისზე ფინალისტები გამოვლინდებიან. ისინი ივნისში ფინალურ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. გამოვლინდება Best Newcomer 2022, რომელიც ფესტივალების Tbilisi Open Air-ისა და ROKVA-ს მთავარ სცენებზე დაუკრავს. TbilisiOpenAir 24 და 25 ივნისს,SingerStage-ზედამატებით ორ რჩეულ არტისტს უმასპინძლებს. ROKVA წლის ნიუქამერის გარდა, კიდევ ერთ პროექტს შეარჩევს სცენის დასათმობად.

 


ახალი ბენდებისა და მუსიკალური პროექტების აღმოჩენას Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ემსახურება. დაჯილდოება Tbilisi Open Air-ს ორგანიზატორებმა 13 წლის წინ შექმნეს.

 


Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ LOUDspeakers, 4D Monster Lobsters, Lua, Bedford Falls, Mellow, Greenbeam& Leon.

 


Tbilisi Open Air 24, 25 და 26 ივნისს, უცვლელ მისამართზე -Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან: alt-J, OkeanElzy, Cigarettes After Sex, Rhye, MolchatDoma, Ajja, Acid Pauli, RobagWruhme, Konstantin, Bedford Falls, Konoba.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი