პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 14,4% ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას მიმართა კითხვით, წარმოუდგენიათ თუ არა, რა მდგომარეობაში იქნებოდა ქვეყანა, თუ საქართველო რუსეთს ეროვნული დონის ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებდა.
„მე გეკითხებით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, ჩვენ რომ ორი თვის წინ ეს სისულელე გაგვეკეთებინა, თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, თუ გაქვთ ამაზე წარმოდგენა და თუ გაქვთ პასუხი, რომ მოქალაქეებს გასცეთ?! ჩვენ კარგად გვესმის თქვენი მოტივაციაც, მაგრამ ერთს გეტყვით - ჩვენი მთავარი ამოცანა, მიუხედავად განსხვავებისა, უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, რასაც, სამწუხაროდ, თქვენგან ვერ ვხედავთ, პირიქით“, - მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.