თეა წულუკიანი: დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლას
19-11-2015, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რამდენიმე თვეა დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. აღნიშნული განცხადება თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 


"არამხოლოდ ბრიუსელის ამ ვიზიტის ფარგლებში, არამედ რამდენიმე თვეა ძალიან ბევრჯერ, მე პირადად ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან მსმენია, რომ პირადად ბატონი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას და თუ ეს გაკეთდება, მაშინ მთავრობაზე ევროპა დაკარგავს ბერკეტს. რა ბერკეტს გულისხმობენ, ეს თავად უნდა გვითხრან, მაგრამ ის, რომ ამგვარი პოზიციები არის ძირგამმომთხრელი და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის რეალიზებისთვის ხელიშეშლა, ეს არის აშკარა. მაგრამ მათ იმედი უნდა გავუცრუო და ვუთხრა, რომ ქართველის ხალხის რეფორმატორულმა საქმიანობამ და მოთმინებამ იმ რეფორმებში, რაც ჩვენ 3 წლის მანძილზე ჩავატარეთ, შედეგი გამოღო და ჩვენ ბრიუსელიდან ძალიან დაიმედებულები დავბრუნდით. რა თქმა უნდა, დღეს, ნოემბერში 100%-იან გარანტიას ვერავინ ვერ მოგვცემს რა იქნება დეკემბერში, თუმცა ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე ითქვა, რომ პრინციპში არაფერი არ უნდა დაუდგეს წინ იმას, რომ დეკემბერში დასკვნა იყოს დადებითი და გაიხნას გზა ვიზალიბერალიზაციისკენ, რომელიც ევროკავშირის თითოეულმა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს", - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი