ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე რაგბის რეგიონული ფესტივალი გაიმართა
29-05-2022, 22:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს რაგბის ფედერაციის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის, ზურა შავგულიძის, ფედერაციის წარმომადგენლის, გოჩა ხონელიძის ხელმძღვანელობით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე რაგბის რეგიონული ფესტივალი გაიმართა.

 


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის, ჭიათურის, სოხუმის, ლენტეხის, წყალტუბოს და ცაგერის 12-მა გუნდმა, სულ 200-ზე მეტმა მოზარდმა მორაგბემ.

 


შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს ცაგერის სასპორტო სკოლის საშუალო და უმცროსი ასაკის გუნდებმა(მწვრთნელი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი გელა ფირცხალავა).

 


ღონისძიებას ესწრებოდა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი და მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებათა ხელმძღვანელი პირები, რაგბის გულშემატკივრები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი