ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი გაიმართა
30-05-2022, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის გენდერულმა განყოფილებამ მოაწყო თხზულების კონკურსი თემაზე: „საქართველო ჩემი სამშობლოა“ და „მშვიდობა ჩემი თვალით“.


საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა.


პირველი ეტაპი საჯარო სკოლებში გაიმართა და მუნიციპალიტეტის მერიის ჟიურის წევრებს შესაფასებლად 100-ზე მეტი საუკეთესო ნამუშევარი წარუდგინეს.


პირველი ეტაპი 27 მოსწავლემ გაიარა.


მეორე ტურის კონკურსანტების წერილობითი ნამუშევრის თემა იყო „მშვიდობა ჩემი თვალით“, რომელიც მერიაში გაიმართა.


კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო მეორე ტურის 10 გამარჯვებული დაჯილდოვდება სუვენირებით.


მუნიციპალიტეტმა მათთვის 2-დღიანი ექსკურსია საქართველოს ღირსშესანიშნაობების გასაცნობად მოაწყო.


კონკურსში მონაწილეებსა და გამარჯვებულებს სერტიფიკატები ნინოწმინდის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა გადასცა.

 

ღონისძიებას საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე სედა დარბინიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სკოლების წარმომადგენლები და მშობლები ესწრებოდნენ.

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ლეონ ვარდანიანმა ყველა მონაწილეს, გამარჯვებულ ნიჭიერ ბავშვებს წარმატება მიულოცა და საჯარო სკოლების დირექტორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი