ჯონ კირბი: ობამა და ქერი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რუსეთთან კოორდინირებულად მოქმედებას არ გამორიცხავენ
19-11-2015, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რუსეთთან კოორდინირებულად არ მოქმედებს, თუმცა, მომავალში ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს" - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განცხადა.

 

 

„ჩვენ არ ვთანამშრომლობთ რუსეთთნ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ბრძოლაში, მაგრამ პრეზიდენტი ობამა და სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერი მომავალში ასეთ თანამშრომლობას არ გამორიცხავენ“ - განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ ასეთი თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს, თუკი, რუსეთი რეალურად „ისლამური სახელმწიფოს“ და არა სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ იბრძოლებს.

 

 

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა სირიის ქალაქი რაქა დაბომბდა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ძალები არიან კონცეტრირებულები, თუმცა, ეს რუსეთის სტრატეგიის შესახებ კონკრეტული დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში ფრთოსანი რაკეტების გამოყენების შესახებ ოფიციალურმა მოსკოვმა ვაშინგტონს წინასწარ აცნობა, თუმცა, ეს კოორდინირებულ მოქმედებებს არ გულისხმობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი