ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები ნინოწმინდის მერის მოადგილემ არმენ ბდოიანმა და მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.
აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს „კ - კომპანია’’, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 208 420 ლარს.
,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. სწორედ ამიტომ, ახალი ბაღების მშენებლობის პროცესს აქტიურად განვაგრძობთ․ სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.“, - განაცხადა არმენ ბდოიანმა .
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.