საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება
31-05-2022, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

 


საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასადა ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების ნაწილზე, სადაც ასევე, გათვალისწინებული იქნება შშმ პირთა სპეციალური და ელექტრომობილებისდასამუხტი ადგილები.

 


იმისთვის, რომ მოსახლეობამ შესაბამის მისამართებზე რეგისტრაციის გავლა შეძლოს, პირველი ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარედ), ანა კალანდაძის ქუჩა N3, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა N2, სიმონ კანდელაკის ქუჩა N7, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N22ა, სერგო ზაქარიაძის ქუჩა N8, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71ბ, მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპ. N5), ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპ. N4).

 


ისნის რაიონში, მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე, ასევე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დარეგისტრირებას მეველის ქუჩა N7/9-ში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურში შეძლებენ.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი