ნინოწმინდელმა სპორტსმენებმა თბილისში, თორნიკე ღოღობერიძის სახელობის ტრადიციულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა
31-05-2022, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მაგიდის ჩოგბურთში თორნიკე ღოღობერიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი ქალაქ თბილისში გაიმართა. მასში საქართველოს 14 რეგიონის 23 გუნდმა - 100 -ზე მეტმა სპორტსმენმა, მათ შორის ნინოწმინდის სასპორტო სკოლის 10-13 წლის ექვსმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

 


ვაჟთა და გოგონებს შორის ტურნირში საპატიო მეორე ადგილი ნინოწმინდის სასპორტო სკოლის 10 წლის სპორტსმენს, ფინალში გასულ კარინე ჰანესიანს ერგო, რომელიც 10 მეტოქეს დაუპირისპირდა, 8 გამარჯვება და 2 მარცხი დააფიქსირა․

 


გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი სასპორტო სკოლის მწვრთნელი აშოტ სოღოიანია.

 


ტურნირში გამარჯვებულ სპორტსმენს ორგანიზატორებისგან მედალი, სიგელი და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.

 


საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ნინო ნინოშვილის თქმით, კარინე ჰანესიანმა შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა.

 


პირველობა, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი