საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ევროპალატის პრეზიდენტს, რიჩარდ ვებერს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა რიჩარდ ვებერს მიულოცა ევროპალატის პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა და უსურვა საქმიანობაში წარმატებები.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ევროპალატას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ახალი მიმართულებები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოში ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში, მიმდინარე რეფორმების მეორე ეტაპის შედეგებზე, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და შედეგებზე. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო სისტემის რეფორმირებაზე.
ევროპალატის პრეზიდენტმა აღნიშნა ქვეყნის მნიშვნელოვანი პროგრესი და შექმნილი ვითარება ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. მან განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საჭიროა ევროპულ ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობადობის მეტად ამაღლება და ქართულ მხარეს შესთავაზა აქტიური დახმარება ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე დაისახა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც ევროპაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ქართველ და ევროპელ ბიზნესმენებს შორის კავშირების დამყარებას, ასევე ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.