საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დღეიდან გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მუზეუმის სამგზავრო მიკროავტობუსით, რომელიც კუს ტბის ასასვლელიდან ყოველ 30 წუთში ერთხელ ივლის, ყოველდღე 09:00-დან 20:00 საათამდე.
ხსენებული ინიციატივა თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ღია ცის ქვეშ მუზეუმში მარტივად და სწრაფად მოხვედრის საშუალებას მისცემს. ეს არის ერთ-ერთი იმ ინიციატივებიდან, რომელთა შესახებაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუზეუმების საერთაშორისო დღეს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე აცნობა საზოგადოებას. დღეს ეს ინიციატივა უკვე სისრულეშია მოყვანილი.
ინფორმაციისთვის, დღეისათვის ღია ცის ქვეშ მუზეუმს მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ ემსახურება, რაც მუზეუმში მოხვედრის მსურველებს უქმნის ბარიერს, რათა ისარგებლონ თბილისში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწვანე სივრცით, როგორც მუზეუმის დასათვალიერებლად, ისე სუფთა ჰაერზე სასეირნოდ. მგზავრები მუზეუმის ბილეთების შეძენას ავტობუსშივე შეძლებენ. მიკროავტობუსი მხოლოდ მუზეუმის სტუმრების გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.