საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის ღონისძიება გაიმართა.
„ახმეტელის თეატრის“ მსახიობებმა მოზარდებს ნიკოლოზ წულუკიძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „ჯადოსნური წრე“ წარუდგინეს. „სოლიკო ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლამ“ კი, მოაწყო ექსპოზიცია, სადაც სამხედროების შვილების ნამუშევრებიც გამოიფინა. აღნიშნული ორგანიზაციები თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობენ.
სამინისტროს ტერიტორიაზე ბავშვების განწყობაზე ანიმატორებმაც იზრუნეს. თავდაცვის სამინისტრომ ღონისძიებას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ინიციატივით უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.