[ვიდეო] „რამდენჯერმე ჩამოვიდნენ ჟურნალისტები ჭორვილაში და მე დაცვის ფორმით გამოვედი გადაცმული“ - ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძრის მშენებლობის შესახებ
02-06-2022, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვალდებულების გრძნობა იყო, პირველ რიგში და ეს [სამების ტაძრის მშენებლობისთვის თანხის გაღება] იყო მხოლოდ ვალდებულება ჩემი. მე ვფიქრობ, რომ თქვენ არანაკლებად გიყვართ თქვენი სამშობლო და ყველას, როგორც შეგვიძლია, ისე უნდა გავაკეთოთ. მე მხედველობაში მაქვს... მახსოვს, რამდენჯერმე ჩამოვიდნენ ჟურნალისტები ჭორვილაში და დედაჩემს არ ასვენებდნენ - გინდა თუ არა, სამება ააშენა, სამება ააშენა - და მე  მაშინ არ ვჩანდი საერთოდ და მერე მე დაცვის ფორმით გამოვედი მე გადაცმული, დაცვა ვერ პასუხობდა, და ვუთხარი, არ გრცხვენიათ-მეთქი, მაგას რომ საუბრობთ-თქო. სამებაში სამი წიგნია გამოცემული, ვინც დაეხმარა სამების მშენებლობაში. ზოგს 1 ლარი აქვს შემონაწირი-მეთქი, ვეუბნები, 3 ლარი, 5 ლარი. 1 ლარი ვინც შემოწირა, ხალხმა, იმას არანაკლები მადლი გაუღია, ვიდრე ივანიშვილს-მეთქი და რომ მოდიხართ და ამბობთ, რომ ივანიშვილმა ააშენა სამება, არ გრცხვენიათ-მეთქი? წადით ახლა აქედან-თქო და ეს გაიგეს. მე შეიძლება შევძელი და ლომის წილი შევიტანე სამების მშენებლობაში, მაგრამ ის 1 ლარი ვინც დადო და შეიძლება იმ დღეს პური არ იყიდა, იმას არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი და არანაკლები მადლი გაუღია. ასევეა ქვეყნის შემთხვევაშიც. მე შევძელი და უფრო დიდი ასაწევი ავწიე, ასე ვთქვათ და ვალდებულებაც მეტი მქონდა“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთ შეხვედრაზე.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი