საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ ბეშიძე: GLOBSEC-ის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელია ევროკავშირის სამეზობლო პანელზე
02-06-2022, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წლევანდელ GLOBSEC-ს საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მთავარი მომხსენებელია ევროკავშირის სამეზობლო პანელზე. მასთან ერთად, მთავარი მომხსენებელია მოლდოვის პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, რევაზ ბეშიძემ გლობალურ უსაფრთხოების ფორუმზე საუბრისას განაცხადა.

 


მისი თქმით, GLOBSEC-ი უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია ევროპაში და წელს GLOBSEC-ის ფოკუსი იქნება უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხებზე, შესაბამისად, ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე.

 


„ასევე, GLOBSEC-ის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები თავის კოლეგებთან, ასევე ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ასევე მთავარი მომხსენებელია ენერგეტიკის უსაფრთხოების პანელზე. GLOBSEC-ის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას INOBAT-ის კომპანიასთან. ჩვენი მხრიდან ხელს მოაწერს ბატონი ლევანი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი ლელა ჩიქოვანი“, - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

 


როგორც რევაზ ბეშიძემ აღნიშნა, ტრადიციულად, GLOBSEC-ი, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია თავისი პრიორიტეტების წარმოჩენა.

 


„რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, მთავარი ჩვენი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ჩვენი საკითხების ლობირება. ამის საშუალებას იძლევა ნამდვილად GLOBSEC-ი. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დელეგაციას ამ ფორუმში მონაწილეობაში.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის სამეზობლოს პანელზე, რომელიც მიძღვნილია იმ განვითარებებზე, რომელიც გვაქვს ევროკავშირის უშუალო სამეზობლოში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარია საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. პანელში ასევე მონაწილეობას მიიღებს ონლაინ ჩართვით მოლდოვის პრეზიდენტი, ქალბატონი მაია სანდუ. ძირითადად საუბარი შეეხება ევროკავშირში ჩვენი ქვეყნების პერსპექტივებს“, - განაცხადა რევაზ ბეშიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი