ვანელობის დღესასწაულთან და ტაძრის კურთხევის დღესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონის და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარში, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა საზეიმო წირვა აღავლინა.
წირვას ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.
მოგვიანებით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, კულტურის, განათლების, სპორტის,ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ვანელობის დღესასწაულზე მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის ინიციატივით, ტრადიციად დამკვიდრდა ვანელი, წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოვება.
წელს 17 კურსდამთავრებული გახდა წარჩინებული მოსწავლის ტიტულის მფლობელი.
# I საჯარო სკოლა: ირაკლი კალანდაძე, გიორგი გაბუნია.
# II საჯარო სკოლა: ანა აბრამიძე, თამუნა ხურციძე, თათია დავითძე.
ისრითის საჯარო სკოლა: ქეთი ლორთქიფანიძე.
ამაღლების საჯარო სკოლა : ლიკა ალფაიძე.
შუამთის საჯარო სკოლა : მარიამ ივანიაძე, ლიკა მეფარიშვილი, ლამარა კოპალეიშვილი.
მთისძირის საჯარო სკოლა : ვალერი რამიშვილი.
ბზვანის საჯარო სკოლა: ნინო არჯევანიძე, ლევან სურგულაძე.
სალომინაოს საჯარო სკოლა : არჩილ თათელიშვილი.
ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია : ინგა ტყეშელაშვილი, ნანო კიკვაძე, ნინო რამიშვილი.
დღესვე ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, სამ ვანელ პედაგოგს, მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
ხანგრძლივი და წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ: სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ცისანა ჩახავა, სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის დირექტორი ზირაქი ჯანელიძე და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველი მენტორი მასწავლებლის სტატუსის მქონე, შუამთის საჯარო სკოლის პედაგოგი აზა სართანია.
2010 წლის 2 ივნისს, წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონის და სოსანას სახელობის, ვანის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, საფუძველი ჩაეყარა ვანელობის დღესასწაულს, რის შემდეგაც ყოველწლიურად, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნებოდა, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო, ბოლო წლების მანძილზე სახალხო დღესასწაული „ვანელობა“, მოკრძალებულად აღინიშნება.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.