ილია ელოშვილის ოჯახი, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვერსიას თბილისის მერის მოადგილის თვითმკვლელობის შესახებ, კატეგორიულად გამორიცხავს. ოჯახის განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.
„ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორმაგად დიდი ტკივილია ჩვენთვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია თვითმკვლელობის შესახებ, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში არ არსებობდა. გასულ სამშაბათს, 31 მაისს, მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგ იგი გავიდა სამსახურში. ამას ადასტურებენ მისი კოლეგებიც და მეგობრებიც, ვისთანაც ილიას შეხება ჰქონდა სამშაბათს, უშუალოდ ტრაგედიის წინა დღეს გვიან საღამომდე და ვისთანაც ჰქონდა დაგეგმილი შეხვედრები უშუალოდ გუშინ, ოთხშაბათს, 1 ივნისს, გარდაცვალების დღეს. და მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში.
ვფიქრობთ, რომ დაუშვებელი იყო, ტრაგედიიდან ორიოდე საათში პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ, რამაც უშუალოდ ბიძგი მისცა ამ ვერსიის და ასგვარი ჭორის გავრცელებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ოჯახის და განსაკუთრებით ილიას არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობის გათვალისწინებით, მივმართავთ ყველას თხოვნით შეწყდეს სუიციდზე და ნებისმიერ სხვა ვერსიაზე საჯარო საუბრები სოციალურ ქსელებში თუ ტელეეთერებში, ვიდრე არ დასრულდება მიმდინარე გამოძიება და არ დაიდება ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა.
ესაა ჩვენი ოჯახის უმორჩილესი სათხოვარი და ყველა კეთილგონიერი ადამიანი, იმედია, ამას გაითვალისწინებს.
მადლობას ვწირავთ საზოგადოებას, ვინც იზიარებს ჩვენს განუსაზღვრელ ტკივილს“, - აღნიშნულია ილია ელოშვილის ოჯახის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.