თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გამსახურდიას გამზ. N23ა-ში საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მოსახლეობას დღეს თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ გააცნო.
“ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და ასევე, კერძო კომპანიის ინტერესების გადაწყვეტილებით, რომ აღნიშნულ ადგილას არ აშენდება საცხოვრებელი კორპუსი და ნაცვლად კორპუსისა, აქ იქნება მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღი”, - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო და შპს „ელზუროს“ საკუთრებაში გადაეცემა ქ. თბილისში, გორგასლის ქ. N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, გამსახურდიას გამზ. N23ა-ში მდებარე 3 461 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ. გორგასლის ქ.N63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი თბილისის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტრომ გადმოსცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.