"ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" სურვილი იმას არ ნიშნავს, რომ მას პროცესზე გავლენა აქვს" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ის ითქვა, რომ აღნიშნული პარტიის კონკრეტული წევრები ცდილობენ პროცესს ხელი შეუშალონ.
"ჩვენ არ ვამბობთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პროცესზე რაიმე გავლენა აქვს. მას აქვს სურვილი, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ვიზალიბერალიზაცია. საქართველოს მთავრობის სხდომაზე არავის უთქვამს დღეს, რომ მათ შეუძლიათ პროცესზე გავლენა მოახდინონ. იქ ითქვა და კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული, რომ რამდენიმე პირი ცდილობს ამ პროცესს ხელი შეუშალოს"', - აღნიშნა ხადურმა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.