ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ, საქართველო ევროპას მიეკუთვნება
03-06-2022, 18:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც საუბარი მაქვს ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც ჩვენს ხალხთან ერთად გავდივართ, ეს არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება. ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. საქართველო ევროპას მიეკუთვნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო 2012 წლიდან ძალიან ამბიციურ რეფორმებს ახორციელებს ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით.

 

 

„უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ჩვენი მოწვევისთვის. ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვეცა საქართველოს ამბავზე, საქართველოს მიღწევებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ.

 

 

უპირველეს ყოვლისა ძალიან მოკლედ მოგიყვებით საქართველოს გამოცდილების - საქართველოს ამბის - შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში - 2012 წლიდან - ძალიან ამბიციურ რეფორმებს ვახორციელებთ ყველა მიმართულებით: სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატიის კონსოლიდაცია.

 

 

2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის გენერალური გეგმა - საქართველოს ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციის გენგეგმა. მას შემდეგ ხელშესახები შედეგები გვაქვს და რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და სულ ახლახან ოფიციალურად გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, როდესაც საუბარი მაქვს ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც ჩვენს ხალხთან ერთად გავდივართ, ეს არის ჩვენი ხალხის გადაწყვეტილება. ქართველ ერს სწამს, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. საქართველო ევროპას მიეკუთვნება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი