უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი საერთო ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, სწორედ ახლა დგება დრო, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე გამოსვლას ეხმაურება, რომლის მთავარი თემა იყო „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“.
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის (GLOBSEC 2022) ფარგლებში სიტყვით გამოვსულიყავი პანელზე „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცების“ შესახებ, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად.
უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი საერთო ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, სწორედ ახლა დგება დრო, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ“, - აცხადებს პრემიერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.