ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლომინაძეების საუბნო-საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. გზის აღდგენის სამუშაოებს , ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „პალადა“ ახორციელებს.
სპეციალისტების განცხადებით, ლომინაძეების საუბნო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად სრულდება.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.