ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო
03-06-2022, 22:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, რომელიც სიმბოლურია, თუმცა მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ ფარგლებში დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო თავისი არსით ევროპული ქვეყანაა.

 

 

„საქართველო, თავისი არსით, არის ევროპული ქვეყანა. და ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, „კონსტიტუცია“, ანუ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს გენერალურ გეგმას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებზეც ავიღეთ პასუხიმგებლობა და ჩვენ ვიცით, როგორ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია და ვაქციოთ იგი ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ. ასე რომ, 5-10 წელიწადში ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ ევროპაში, ევროკავშირში. 10 წელი არის ჩვენი ოცნება და სურვილი. სიცხადე უნდა შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან კითხვაში - იძლევა თუ არა კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიას? რა თქმა უნდა, არა და ჩვენს მიზანს აქ არ წარმოადგენს უსაფრთხოების საკითხის განხილვა. ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არის ნატო. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, რომელიც სიმბოლურია, თუმცა მნიშვნელოვანიც. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩემი პასუხია არა, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოსთვის, უკრაინისთვის თუ მოლდოვისთვის, მაგრამ ეს არის წახალისება, მეტი მოტივაცია ქვეყნისთვის რეფორმების გაგრძელების გზაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   Josefa
      
I don't know if it's just me or if everyone else experiencing problems with
your website. It appears as if some of the written text in your posts are running off
the screen. Can somebody else please provide feedback and let me know if this is happening to them too?
This could be a problem with my internet browser because
I've had this happen before. Thank you

Also visit my blog ceri138
4 ივნისი 2022 19:33
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი