კრწანისში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო
04-06-2022, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, გულიას პირველი ჩიხი N6-ის მიმდებარედ, 6 500 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

 


პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო დეკორატიული ფილები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა. ასევე, მოეწყო დიდი სპორტული მოედანი.

 


აღნიშნული ტერიტორია კერძო მფლობელობაში იყო. მოსახლეობის თხოვნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის უშუალო ჩართულობის შედეგად, აღნიშნული სივრცე მოეწყო.

 


„ხეივანში ახლად მოწყობილ სკვერსა და სპორტულ მოედანს მოსახლეობა წლების განმავლობაში ელოდებოდა. ბატონი კახას უშუალო ჩართულობით, შევძელით და დავიბრუნეთ 2007 წელს გასხვისებული ტერიტორია და დავიწყეთ სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები. დღეს, უკვე ამ სივრცეს მოწესრიგებულს და გალამაზებულს რომ ვხედავთ, მოსახლეობასთან ერთად, ჩვენც ძალიან გვახარებს. დაახლოებით, 10 ჰექტრამდე სივრცე გავალამაზეთ ბოლო წლებში და აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაოებს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

 


სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 988 223 ლარი გამოიყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი