საბურთალოს რაიონში, ე.წ. წიგნების ბაღში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
04-06-2022, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ე.წ. წიგნების ბაღში, USAID საბაზისო განათლების პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩაატარა.

 


ღონისძიებაზე საბავშვო მწერლებმა ლელა ცუცქირიძემ, ირმა მალაციძემ და გიორგი ჭაუჭიძემ საბურთალოს რაიონში მდებარე რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს
მოთხრობები წაუკითხეს და წაკითხულის შესახებ იმსჯელეს. ამასთან, მოსწავლეებმა და მათმა მასწავლებლებმა ჩაატარეს წიგნის კითხვის აქტივობები, როლური თამაშები, რაც მოიცავდა სხვადასხვა პერსონაჟის წარმოდგენას და მსჯელობას ტექსტების შესახებ.

 


აღნიშნულ ბაღში ბავშვებმა მოიტანეს წიგნები, რომლებიც „წიგნის ბუდეებში“ დატოვეს და რაც მოეწონათ, წასაკითხად წაიღეს. ღონისძიებაზე ბავშვებმა წიგნის გმირების ნახატებიც გამოფინეს. აგრეთვე, სტენდზე მიმაგრებული იყო ბარათები მშობლებისთვის - როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა.

 

 

ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საქართველოში USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი