GUARDIAN.GE - „კგბ“-ს ყოფილი რუსი აგენტის, ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი დიმიტრი კოვტუნი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
დიმიტრი კოვტუნი იყო ერთ-ერთი იმ ორთაგან, ვინც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2006 წელს ლონდონში სასიკვდილოდ მოწამლა ლიტვინენკო.
ლიტვინენკოს მკვლელობაში კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა, ანდრეი ლუგოვოიმ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მისი „ერთგული მეგობარი“ გარდაიცვალა.
ლიტვინენკო, კგბ-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქე გახდა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ღია კრიტიკოსი იყო, რადიოაქტიური ნივთიერებით ლონდონის სასტუმროში მოწამლეს, სადაც ის დიმიტრი კოვტუნს და ანდრეი ლუგოვოის შეხვდა. ლიტვინენკო შეხვედრიდან მალევე ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა გართულდა და რამდენიმე კვირის შემდეგ, 23 ნოემბერს გარდაიცვალა.
10 წლის შემდეგ ჩატარებულმა გაერთიანებული სამეფოს საჯარო გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა „სავარაუდოდ დაკვეთილი იყო“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ. სასიკვდილო სარეცელიდან ლიტვინენკომ მისი მკვლელობის ბრძანების გაცემაში პრეზიდენტი პუტინი დაადანაშაულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.