ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ნატალე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე პოლიტიკურმა შეხედულებებმა არ შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს.
"ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული კურსის მიხედვით. არ ვფიქრობ, რომ რაიმე პოლიტიკური გავლენა იქნება ამ პროცესზე. ჩვენ ველოდებით დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ანგარიშს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა კარლო ნატალემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.