ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც კი მზად იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
„იორდანიის ვიზიტთან დაკავშირებით მე მინდა, ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ წარმატებით დასრულდა ეს პროცესი - გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი მდინარესთან ძალიან ახლოს, იქვე, ათ მეტრში. ასე რომ, ჩვენ დავიწყებთ ახლა მუშაობას აქტიურად, მოგეხსენებათ, რომ კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც ჩართულნი იქნებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. მინდა, რომ ამ კვირაში უკვე შევიკრიბოთ, პირველი შეხვედრა გავმართოთ. დავიწყოთ აქტიური მუშაობა ზოგად კონცეფციაზე, პროექტირებაზე და როგორც კი მზად იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება მუშაობა და სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.