ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ ძალებს ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია აქვთ წამოწყებული, მაგრამ მჯერა, რომ ევროკავშირში გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ
06-06-2022, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყნის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ ძალებს ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია აქვთ წამოწყებული საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირში ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები არიან და გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების დროსაც, ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს ემუდარებოდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის დროს არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი და იგივე ხდება დღესაც.

 

 

"რა თქმა უნდა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენს შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები, ცდილობდნენ და ცდილობენ, ერთგვარად, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით, უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში, გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდე ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში ჩავაბარე. გახსოვთ კარგად, რომ მაშინ, როცა უვიზო რეჟიმზე იყო გადაწყვეტილება მიღებული, არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, რომ რაიმენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს ასეთი დიდი, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაო. იგივე ხდება დღესაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ევროკავშირში ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები არიან და გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 2
#2   Brittany
      
I am sure this article has touched all the internet people, its really really
fastidious post on building up new weblog.

my web site - Pure Method Keto Review
8 ივნისი 2022 10:31
#1   Elton
      
Hi, after reading this awesome paragraph i am also delighted to share my knowledge here with colleagues.


Feel free to surf to my web page :: เครื่องย่อยขยะ
7 ივნისი 2022 05:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი