საფრანგეთის პრემიერ მინისტრის, მანუელ ვალსის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს, არა მარტო საფრანგეთის ტერიტორიაზე, არამედ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზეც. აღნიშნული განცხადება ვალსმა საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გააკეთა.
პრემიერმა საფრანგეთის კანონების ცვლილებების საჭიროებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი კანონის ცვლილება აუცილებელია რადგან ისინი ძირითადად სამოქალაქო არეულობის მართვასთანაა დაკავშირებული და არა 21-ე საუკუნის ტერორიზმთან.
საფრანგეთის პრემიერის თქმით უსაფრთხოება უპირველესია თავისუფლებებს შორის, ამიტომ შესაძლოა სხვა თავისუფლებები შეიზღუდოს.
მანუელ ვალსმა სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე ახსენა ომი და განაცხადა, რომ „საფრანგეთი იბრძვის“.
„ტერორიზმმა შეუტია საფრანგეთს, იმისთვის, რომ საფრანგეთი არის ის, რაც არის“- აღნიშნა ვალსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.