განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლა მესტიაში ვიზიტით დაიწყო
06-06-2022, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" ჯგუფმა, მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების საჭიროებების შესწავლა მესტიიდან დაიწყო.

 

 

მოკვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა პირველი ზეპირი მოსმენა მესტიის მუნიციპალიტეტში გამართა.

 


ზეპირ მოსმენაში ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მოკვლევის ჯგუფს წერილობითი მოსაზრებები გაუზიარეს.

 


მათ კომიტეტის წევრებს თავიანთი პრობლემები გააცნეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ სკოლებს გააჩნიათ, ასევე, განიხილეს სახელმწიფოს მხრიდან ამ პრობლემების მოსაგვარებლად გადასადგმელი ნაბიჯები.

 


ვიზიტის ფარგლებში, მოკვლევის ჯგუფის წევრები მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სკოლის მოსწავლეთა მშობლებსაც შეხვდნენ და მათგან მოისმინეს მოსაზრებები მოსწავლეთა საჭიროებებზე.

 

 

„მესტიაში შევხვდით მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, სამეურვეო საბჭოების წარმომადგენლებსა და მშობლებს. დეტალურად მოვისმინეთ მათგან ის პრობლემები, რაც სასკოლო განათლებაში არსებობს და რომელიც სახელმძღვანელოებს, მასწავლებლებს, ინფრასტრუქტურას ეხება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილზე გავეცნოთ ყველა ამ პრობლემას, ავსახოთ მოკვლევაში და შემდგომ მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.

 

 

მესტიაში ვიზიტის ფარგლებში, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები განათლების მიმართულებით მომუშავე სამთავრობო უწყებებს - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების საჭიროებებზე იმსჯელეს.

 

 

„სასკოლო რესურსების თემატური მოკვლევის ფარგლებში გამართული მოსმენები აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომელიც წამოიჭრა ამ პროექტის ფარგლებში. ადგილზე ნანახი პრობლემების მოგვარების მიზნით, ექსპერტებთან ერთად შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც შესაბამის უწყებებს დაეგზავნება იმისათვის, რომ მოხდეს ამ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე რეაგირება“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და აღნიშნული თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თამარ ტალიაშვილმა.

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის შეფასებით, მოკვლევის შედეგები სამომავლო რეფორმებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოაჩენს.

 


„ძალიან საინტერესო და საქმიანი შეხვედრები იყო. მომეწონა ის, რომ აქტიურობდა ყველა: მშობლებიც, დირექტორებიც, თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, მასწავლებლებიც. დარწმუნებული ვარ, რომ როცა განათლების კომიტეტი მთელ საქართველოს მოივლის და აიკინძება ყველაფერი, დავინახავთ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ სამომავლო რეფორმების თვალსაზრისით", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 


​შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, და პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე.

 


​გასვლითი სამუშაო ვიზიტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი