ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები- ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, მთავრობის ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიდა მონვიდატე და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში არტურ ლუდკოვსკი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს - ანი მოსოიანსა და ვაან აროიანს შეხვდნენ.
საელჩოს წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალიტეტების სიახლეებს და დაინტერესდნენ იმ გამოწვევებით, რომელთა წინაშე ადგილობრივი მოსახლეობა დგას, მათ შორის ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, ტურიზმის განვითარების და ინტეგრირების საკითხებს, რომელიც მიმართული არის ეროვნულ უმცირესობათა სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.
ნინოწმინდის მერია ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვნულ საქართველოს“ ორგანიზებული შეხვედრისთვის მადლობას უხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.