საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ფარგლებში ქალაქ ცაგერში, რუსთაველის ქუჩაზე, ლადო ასათიანის სახელობის სკვერის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ჭაბუკი ჭაბუკიანთან და მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად პირადად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, მოსასვენებელი სივრცეები.
”ამ პროგრამით ჩვენს მხარეში მივიღებთ ახალ რეკრეაციულ სივრცეებს, ახალ დასასვენებელ ადგილებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის რეგიონს, როგორც ტურისტებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის,“- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.