GUARDIAN.GE - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აბდულალი იბრაგიმოვმა ოპოზიციური პარტიის ფრაქცია დატოვა და ამის მიზეზად ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელობასთან უთანხმოებას ასახელებს.
როგორც იბრაგიმოვმა GUARDIAN.GE-ის უთხრა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დატოვებაზე განცხადება გარდაბნის საკრებულოს აპარატს დღეს უკვე ჩააბარა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს.
იბრაგიმოვის თქმით, უფრო ადრე, ფრაქციის და პარტიის რიგები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეველინა ჩოხელმა დატოვა.
იბრაგიმოვი ამბობს, რომ მისი წასვლის გადაწყვეტილების შემდეგ მას კოლეგები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ დრომდე არ დაკავშირებიან. იგი არ გამორიცხავს, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევის პროცესი გაგრძელდეს, რადგან, მისი თქმით, პარტიაში გადაწყვეტილებები მათი ავტორიტეტული წევრების იგნორირებით, ერთპიროვნულად მიიღება, რაც უკმაყოფილებას იწვევს.
GUARDIAN.GE-ის კითხვაზე - იყო თუ არა მასზე რაიმე ზეწოლა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან“ - იბრაგიმოვმა უპასუხა:
აბდულალი იბრაგიმოვი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კალინინოს, ბირლიკისა და თაზაქენდის სამაჟორიტარო ოლქში იყო კანდიდატად წარდგენილი, სადაც გამარჯვება მოიპოვა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ოპოზიციური პარტიიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.