საბურთალოს რაიონის გამგეობა, დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩებზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასმათის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო და ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება სრულდება. როსტევანის ქუჩაზე კი,ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ ქუჩებზე ჯამში,15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.ამ დრომდე, ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
ორივე პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.