საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. ექსპერტების მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელდა ფაქტების დამახინჯება და ქართული ჯარის დისკრედიტაცია.
„გვინდა გამოვეხმაუროთ პალიტრა მედიის ერთ-ერთ გადაცემაში პარტიული ექსპერტების მიერ თავდაცვის უწყების დისკრედიტაციის მცდელობას, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. ექსპერტების მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელდა ფაქტების დამახინჯება და ქართული ჯარის დისკრედიტაცია. კერძოდ, საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საავიაციო ნავთის შეძენას ღია ტენდერის საფუძველზე. სამწუხაროდ, პალიტრა მედიაც ჩაერთო ჯარის დისკრედიტაციის კამპანიაში.
გვინდა განვმარტოთ, რომ თავდაცვის უწყებამ კონტრაქტი გაუფორმა “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯიას”, რომელიც არის ღია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ხოლო ნავთობი წარმოებულია თურქმენეთში, რაც დასტურდება შესაბამისი წარმოშობის სერტიფიკატებით. შესაბამისად, ეს გახლდათ მორიგი მცდელობა ჯარის დისკრედიტაციის პარტიული ექსპერტების გამოყენებით.
რუსულ ან რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებთან თავდაცვის უწყების მიდგომის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში 10-ზე მეტი გაუქმებული და შეწყვეტილი პროცედურები, სადაც ტენდერში, სწორედ, ასეთი კომპანიები იყვნენ გამარჯვებულნი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.