თავდაცვის სფეროში ქალების ლიდერობის თემაზე სემინარი გაიხსნა
08-06-2022, 10:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებისთვის ქალთა
ლიდერობის თემაზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. „ქალები თავდაცვის სისტემაში“
სემინარი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა და
თავდაცვის უწყებაში ქალების ლიდერობის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების სექტორში
გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების
ინტეგრირების პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

 

 

სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შეიარაღებულ ძალებზე
დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) წარმომადგნელებიც.

 


ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეებს მიმართა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა
მარკ კლეიტონმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების,
მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენ ფელინმა.

 


ორი დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში
ქალთა ლიდერობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ყურადღება გამახვილდება
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალებისთვის სამხედრო კარიერის განვითარების
შესაძლებლობები და მათი აქტიური მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში. თავდაცვის უწყების
წარმომადგენლები, გენედერულ საკითხებთან დაკავშირებით, ორგანიზაციული კლიმატის
შეფასებისა და გენდერული აუდიტის შედეგებსაც გაეცნობიან.

 


სემინარის მიზანს თავდაცვის უწყებაში წამყვან მენეჯერულ რგოლთან ერთად სტრატეგიების
შემუშავება წარმოადგენს ქალების მეტი ჩართულობისთვის. ღონისძიება გაერთიანებული
სამეფოს მთავრობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრისა
(DCAF) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ტარდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი