თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო
08-06-2022, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო.

 


ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ იქ არსებული ტერიტორია მოწესრიგებული იქნებოდა. თხინვალაში ძველად არსებული სტადიონის ტერიტორია, რომლის ფართობი 2 500-მდე კვადრატული მეტრია, რეაბილიტირდა, გამწვანდა, დაირგო 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, დაიგო ბალახი, მოეწყო სარწყავი და განათების ქსელები, დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელიპავილიონები. ყველაფერია, რაც შეიძლება იყოს პარკში, რათა ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ბავშვები გაერთონ, გაკეთებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისივე თქმით, სკვერში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის მემორიალი განთავსდა.

 


„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ადგილობრივ მოსახლეობას. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს იყო ჩვენი დაპირება და ის შესრულებულია. ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ეს არის ყველაზე კარგი ემოცია, როდესაც შენი გადადგმული ნაბიჯებით, გადაწყვეტილებებით აბედნიერებ ადამიანებს. ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი