გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ კულტურის სამინისტროში გაცემული დანამატების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
როგორც გენერალურმა აუდიტორმა განაცხადა, 2015 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სსიპების გარეშე 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებთან შედარებით კულტურის სამინისტროში დანამატების რაოდენობა გაზრდილია 604%-ით, ხოლო სიპების ჩათვლით 1509%-ით.
"განცხადება მინდა გავაკეთო ცალკეული მინისტრების გამოხმაურებებზე პრემიების და დანამატების საკითხთან მიმართებაში. განსაკუთრებით მინდა შევეხო კულტურის მინისტრის განცხადებას, თითქოს ჩვენ გავაკეთეთ არაადეკვატური დასკვნა დანამატებთან დაკავშირებით. პრემიების საკითხი, რომელიც ასე თუ ისე დარეგულირდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მან არ გამოიწვია შესაბამისი შედეგი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელფასების ზრდაზე და არ ვეწინააღმდეგებით პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის, ჯარისკაცებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდას. ჩვენი შეფასება მიმართულია დანამატებით პრემიების ჩანაცვლებაზე. ჩვენი დასკვნები ემყარება ხაზინის სამსახურის მიერ მოწოდებულ ციფრებს. კულტურის სამინისტროში დამანატები გაზრდილია 1509%-ით. კულტურის სამინისტროს დაემატა სსიპები და მათი თანხების აკუმულირება მოხდა მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტში, თუმცა ამ სიპების გამოკლებით 2015 წლის პირველი 9 თვეს 2014 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით 604%-ით არის გაზრდილი დანამატების რაოდენობა", - განაცხადა თორდიამ და დააზუსტა, რომ საჯარო უწყებებში შემცირდა პრემიები, თუმცა გაიზარდა დანამატები.
"სულისკვეთება საქართველოს მთავრობის იყო, რომ შემცირებულიყო პრემიების რაოდენობა, თუმცა თანხობრივ გამოხატულებაში აუდიტის სამსახური ხედავს, რომ შემცირდა პრემიები, მაგრამ გაიზარდა დანამატები. შესაბამისად, შემდეგი სურათია, რომ 31 მილიონი ლარით შემცირდა პრემიები, ხოლო 45 მილიონით გაიზარდა დანამატების რაოდენობა", - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.