თბილისის მერი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
08-06-2022, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა და შემდეგი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

 


მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

 


თბილისის მერის თქმით, მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრისთვის დასრულდება.

 


„ქეთევან დედოფლის გამზირზე სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი გადაკეტილი იყო და მიმდინარეობდა მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება. ამ ეტაპზე, ყველაფერი შეცვლილია: წყალი, გაზი, სანიაღვრე სისტემა მოწყობილია, ჩამომსვლელი ქუჩები დაერთებულია სანიაღვრეზე, ასევე, გამზადებულია ტროტუარები იმისთვის, რომ გარე განათების ხაზებიმიწის ქვეშ განთავსდეს. პარალელურად, მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ქვედა ფენებში უკვე მოწყობილია ეს კონკრეტული მონაკვეთი და ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.უკვე დავიწყეთ მეორე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი გადაკეტილია. აქაც ანალოგიური ტიპის სამუშაოები განხორციელდება - მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ყველაფერი გაკეთდება უმაღლეს დონეზე. ვფიქრობთ, რომ სამუშაოების მეორე ეტაპი აგვისტოს ბოლოს-სექტემბრისთვის იქნება დასრულებული და საგზაო ინფრასტრუქტურა ქვედა ფენებში მოწყობილი. უახლოეს მომავალში ვიწყებთ ავლაბრის მოედნის განახლება-რეაბილიტაციას. პარალელურად, დაიწყება მეტროსადგურ „ავლაბრის“ რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ამ დროისთვის, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა გახსნილია. აღნიშნულ მონაკვეთში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. კერძოდ, წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების სისტემები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. გზის სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები. ტერიტორიაზე მოიჭრა დაავადებული ხეები, დასრულდა ფარნავაზის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 


ტერიტორიაზე მიმდინარეობს ტროტუარებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა, მიწისქვეშა ურნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი მოსაცდელების მონტაჟი. ასევე, ტერიტორიაზე გაგრძელდება გამწვანების სამუშაოები, რომელიც გამზირსა და მის მიმდებარე ფერდებზე ხე-მცენარეების დარგვას ითვალისწინებს.

 


რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, რომელიც უკვე დაიწყო, სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს, სადაც ანალოგიურად, ფუნდამენტური სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.

 


თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და საკრებულოს დეპუტატი კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი