სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურსა და გამგეობას ამოწმებს. გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას განაცხადებით, ეს არის გეგმური შემოწმება.
"თბილისის მერიაში მიმდინარეობს შემოწმება ზედამხედველობის სამსახურის, ადმინისტრაციისა და ორი ყველაზე მსხვილი გამგეობის - სამგორისა და გლდანის. რამდენიმე დღეში დაიწყება კეთილმოწყობის სამსახურის შემოწმება. თუ გამოვლინდა რაიმე დარღვევა, ინფორმაცია ამის შესახებ ცნობილი გახდება", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.