ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა
09-06-2022, 00:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის (70-ე) იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა საიუბილეო თარიღი მიულოცა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ბრიტანელ ხალხს, თანამეგობრობის წევრებს და მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

 

 

„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც ჩვენს ხალხს აღაფრთოვანებდა თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით. თქვენი ქვეყანა წარმოადგენს სრულყოფილ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციები და კულტურა აძლიერებდეს თანამედროვე სახელმწიფოებრიობას, რომელიც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს თითოეული ინდივიდისთვის. ასეთ განსაკუთრებულ დღეს მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მეგობრობა გაგრძელდა მშვიდობისა და განსაცდელის პერიოდშიც და ასახვა ჰპოვა დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგთან“ ერთად ის ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორმატია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ყველა სექტორში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ის ფაქტი, რომ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ბოლო წლების განმავლობაში გარდაიქმნა თანამშრომლობის მთავარ პლატფორმად, არა მხოლოდ სიმბოლოა იმისა, თუ როგორ იდგამდა ფესვებს ჩვენი პარტნიორობა ჩვენსავე კულტურაში, არამედ ჩვენს საერთო ღირებულებებსა და იდეალებზე დაშენებულ სამომავლო მიზნებსაც ეხმიანება. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ათწლეულების განმავლობაში ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად წარმოებული ბრძოლა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.

 


„დღეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში. ეს ერთობა გადამწყვეტ გზავნილს აწვდის ყველას - გზავნილს, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვიდრე ჩვენი ევროპელი პარტნიორების პასუხებს ველოდებით, ჩვენი ერთიანობა აუცილებელია რეგიონში მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას და მოგილოცოთ მისი უდიდებულესობის პლატინის იუბილე!“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი