თბილისში 9-19 ივნისს, უკვე მესამედ საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი - TBILISI PIANO FEST ჩატარდება, რომელიც 2019 წელს, თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა და ყოველწლიურად,მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს აერთიანებს.
ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტებს ფესტივალზე საშუალება ეძლევათ, ინტერაქტიურ ფორმატშიც იყვნენ მასტერკლასების მონაწილეები და უშუალო, საფესტივალო გარემოში მიიღონ დიდი გამოცდილება.
ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია, ხოლო წლევანდელ სტუმართა შორის არიან ცნობილი პიანისტები ნიუ იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ვენიდან, ბერლინიდან და, რა თქმა უნდა, ქართველი პიანისტები: ედიშერ სავიცკი, სანდრო გეგეჭკორი და ირმა გიგანი. ფესტივალში ასევე, მონაწილეობას იღებს ცნობილი, უკრაინული წარმოშობის პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი.
ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ტარდება, მასტერკლასები ეროვნულ სასახლეში, ხოლო ფესტივალის დასკვნითი კონცერტები ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დუდანა მაზმანიშვილის, ნიკოლოზ რაჭველის, სახელგანთქმული პიანისტის ციპრიენკაცარისისა და ცნობილი გერმანელი დირიჟორის, მორიც გნანის მონაწილეობით, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.