რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დანამატი არავისთვის დაუნიშნავს და მისთვის გაუგებარია აუდიტის მიერ დასახელებული ციფრები. ამის შესახენ ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ბაზა არ არის სწორად აღებული. როდესაც ეს ციფრები ვნახე, პირველი მე ეს ვიკითხე, არავისთვის არ დამინიშნია დანამატი და როგორ მოხდა დაახლოებით 200%-იანი ზრდა. ბაზა უნდა აიღო შესაბამისი. არ შეიძლება ერთი წლის 6 თვე აიღო და მეორე წლის 12 თვე", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
კითხვაზე, მიზანმიმართულად მოხდა თუ არა ეს, ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ "ალბათ შეეშალათ".
გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებში პრემიების გაცემა სახელფასო დანამტებით შეიცვალა.
თორდიას შეფასებით, პრემიების შეზღუდვასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საკითხის დარეგულირება ვერ უზრუნველყო.
როგორც გენერალურმა აუდიტორმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რეგიონული განვითარების სამინისტროში დანამატების გაცემის ოდენობა 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტროში – 206%-ით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში – 412%-ით, კულტურის სამინისტროში 1509%-ით, დევნილთა სამინისტროში 35%-ით, ჯანდაცვის სამინისტროში – 270%-ით.
მისივე თქმით, თანხობრივ გამოხატულებაში, პრემიის სახით გაცემული ხელფასი 31 მილიონი ლარით შემცირდა, ხოლო სახელფასო დანამატი 45 მილიონით გაიზარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.