ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს შეხვდა
09-06-2022, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელი, სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს - ანივარდ მოსოიანს შეხვდა.

 


შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მთავარი მიმართულების სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ქვეყნის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული საკადრო დეფიციტის დაძლევის და მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

 


ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის ამაღლების უზრუნველყოფა და მაღალმთიან და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ენის ფლობის და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებასთან დაკავსირებული საკითხები. ამასთან, ,,საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამა" და ,,სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის .”ფარგლებში განიხილეს სკოლაში სწავლების ახალი, აკრედიტებული პროგრამების პერსპექტივებს.

 


,,ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხია. ამასთან, ჟვანიას სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის საშუალებით, ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციას” - განაცხადა მერმა ანივარდ მოსოიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი